ავტორი:

ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ულამაზესი გდება და 44 წამში მოგებული ორთაბრძოლა - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გავიდნენ.

ოქროს მედლისთვის იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმა, რომლის მეტოქეც იყო ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი, რომელიც ქართველმა ფალავანმა 44 წამში იპონით დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტატო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

მანამდე კი ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

საქართველოს დელეგაციისთვის ეს უკვე მეოთხე მედალია.

გუშინ ოქროს მოპოვება - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

იხილეთ ასევე: