ავტორი:

დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდ ბრიტანეთში, ექიმებმა მელანომის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდი ბრიტანეთში, ექიმებმა უკვე ასობით პაციენტზე დაიწყეს მელანომის ვაქცინის გამოცდა. შეგახსენებთ, რომ მელანომა კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. ექსპერტთა შეფასებით, ეს არის მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ექსპერიმენტული წამლის დოზა მიიღო, 52 წლის სტივ იანგია. კაცს გასული წლის აგვისტოში ოპერაცია ჩაუტარდა და კანის სიმსივნური მონაკვეთები ამოკვეთეს. ვაქცინის მიღების შემდეგ სტივის იმუნურმა სისტემამ უნდა ამოიცნოს და გაანადგუროს ორგანიზმში დარჩენილი კიბოს უჯრედები.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუშლის დაავადების დაბრუნებას, რადგან აცრილ სხეულში ახალი სიმსივნე ვეღარ წარმოიქმნება.

ვაქცინას, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, მინიჭებული აქვს შემდეგი კოდი mRNA-4157 (V940). ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკის ექიმები დამატებითი სიფრთხილისთვის ვაქცინასთან ერთად, მოხალისეებს უკეთებენ პემბროლიზუმაბის (ანუ Keytruda) დოზას, რომელიც ასევე ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში.

კომბინირებული მკურნალობა ერთობლივად შეიმუშავა ორმა ამერიკულმა კომპანიამ, Moderna-მ და Merck Sharp-მა და ის ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტებისთვის.

ბრიტანეთის გარდა, ექსპერიმენტი პარალელურად ჩატარდება რამდენიმე სხვა ქვეყანაში - მათ შორის ავსტრალიაში. ვაქცინის შემადგენლობა ინდივიდუალურად ირჩევა ყველა პაციენტისთვის, მისი იმჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად.

"ვაქცინა შეირჩევა, აბსოლუტურად, ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტისთვის. აზრი არ აქვს პრეპარატის მეორე პირისთვის გადაცემას - ამ შემთხვევაში შედეგი არ დადგება“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი ჰეზერ შოუ.

  • კიბოსთან ბრძოლა

საერთაშორისო კლინიკური კვლევაში ბრიტანეთიდან მინიმუმ 60-70 პაციენტი ჩაერთვება. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, მოხალისედ ირჩევენ მხოლოდ მათ, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში სიმსივნის მოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდათ.

ზოგიერთი მოხალისე ვაქცინის ნაცვლად პლაცებოს ინიექციას მიიღებს. თუმცა, არც თვითონ და არც მათმა მკურნალმა ექიმებმა არ იციან, რომელ ჯგუფშია კონკრეტული მოხალისე.

  • მელანომას პირველი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

სხეულზე ახალი უცნაური ხალის გაჩენა;

არსებული ხალის პიგმენტაციის ზრდა (მატება) ან ცვლილება;

კანის რომელიმე უბნის პიგმენტაციის ცვლილება.

რაც უფრო ადრე გამოვლინდება სიმსივნე, მით უფრო ადვილია მისი მოშორება, რადგან წარმატებული მკურნალობის ალბათობა უფრო მაღალია.

დოქტორ შოუს თქმით, ვაქცინაციას არ აქვს რთული გვერდითი მოვლენები. ამ დროს გამოხატულია დაღლილობა და ტკივილი წინამხრის არეში (იმ უბანზე, სადაც ვაქცინაცია ხდება). წყარო