ადგილობრივი მედიის ცნობით, ერაყელი TIKTOK ვარსკვლავი ომ ფაჰადი ბაღდადში, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. თავდასხმა პარასკევს დედაქალაქის აღმოსავლეთ ზეინის რაიონში მოხდა. მისი გარდაცვალება ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მათივე თქმით, გარდაცვალების გარემოებებს გამოძიება დაადგენს.
ფაჰადრს TikTok-ზე 10 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. გასულ წელს მას ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვიდეოს გავრცელებისთვის, რომელიც, მოსამართლის მტკიცებით, "მოკრძალებასა და საზოგადოებრივ მორალს" ძირს უთხრიდა.
ცოტა ხნის წინ, ფაჰადსა და ასევე ცნობილ ინფლუენსერ დალია ნაიმს შორის უთანხმოება მოხდა: ნაიმი - რომელსაც "ერაყელ ბარბის" უწოდებენ - ამტკიცებდა, რომ ფაჰადს ერაყელ მაღალჩინოსანთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. წყარო