ავტორი:

"უთხარით არა ფოტოშოპს! კომენტარები, რომ ცელულიტი მაქვს, ან ცანცარა ვარ, პირდაპირ ჩემ ქმარს გაუგზავნოთ, მას ყველაფერი მოსწონს" - ნუკის ცხელი ფოტოსესია მაიამიდან

"უთხარით არა ფოტოშოპს! კომენტარები, რომ ცელულიტი მაქვს, ან ცანცარა ვარ, პირდაპირ ჩემ ქმარს გაუგზავნოთ, მას ყველაფერი მოსწონს" - ნუკის ცხელი ფოტოსესია მაიამიდან

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ პლატფორმაზე იმ ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც მისი თქმით, ფოტოშოპი არ არის გამოყენებული. ინფლუენსერსა და ტელეწამყვანს მიაჩნია, რომ სლოგანი "შეიყვარე შენი თავი როგორც ხარ,“ საზოგადოებას აზარმაცებს. პირად მაგალითად კი მოჰყავს ვარჯიში, რა დროსაც სწორედ ზედმეტი კილოგრამების გამო მენისკი დაიზიანა... ნუკი პოსტებთან ერთად მაიამიდან ცხელ ფოტოსესიასაც გვთავაზობს. ინფლუენსერი იქ მეუღლესთან და შვილეთან ერთად ისვენებს.

ნუკი კოშკელიშვილი:

- უთხარი არა ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ…. აჰა, კარგი, დავდე და მიყვარს, მაგრამ მაინც არ მომწონს, მინდა 10კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან ძალიან “ვიდზე” მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს…

მესმის "ბოდი პოზიტივიც" და კომპლექსებიც, მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან.

აი, ვითომ არაფერი ეს ჩემი 8 კგ, მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე. ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტრები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება.

მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ „ბოდი პოზიტივებზე“ და პოლიტკორექტულობაზე, თქვენი აზრიც მაინტერესებს.

კომენტარები იმის შესახებ, რომ რამე მაქვს გაკეთებული ან ცელულიტი მაქვს ბევრი, ან გავსუქდი, ან გავხდი ან ცხვირია დიდი ან თმა არის ცოტა, ან ვულგარული ვარ, ან უვულგარო, უმუღამო, ან ცანცარა, ან ფუი, ამას ცოლად არ მოვიყვანდი, ან კაი რა, რას იტყლარწება ამხელა ქალი, ან შვილის მაინც არ რცხვენია, გთხოვთ პირდაპირ ჩემ ქმარს გაუგზავნოთ, მას მოსწონს თითქოს ყველაფერი.