ავტორი:

"აზრზე მოდით! მეცოდებით, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა შეიძლება რამის გამო გაიყიდოს" - რას პასუხობს ლენუკა ყიფშიძე მამის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას?

"აზრზე მოდით! მეცოდებით, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა შეიძლება რამის გამო გაიყიდოს" - რას პასუხობს ლენუკა ყიფშიძე მამის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას?

ყიფშიძეების ოჯახური სკანდალი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნატალია ყიფშიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მსახიობი ამბობს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა.

"ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - დაუწერა შვილიშვილს ზურა ყიფშიძემ.

ლენუკა ყიფშიძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მამის გარშემო მიმდინარე კრიტიკას ეხმაურება და უცნობი ქალის მიერ დაწერილ კომენტარს საჯაროდ პასუხობს.

"რას იზამ, ნატალია, ბაბუაშენმა დიდი ხანია თავისი ავტორიტეტი და ის პატივისცემა, რაც ხალხში ჰქონდა, ბიძოს ვერცხლში გაცვალა. სამწუხაროა, რომ ამ დონეზე მიჰყავთ ჩვენი გამორჩეული მსახიობები, სპორტის და სხვა გამოჩენილი და დაფასებული ადამიანები, რომ ვერცხლზე იყიდებიან“ - წერს მომხმარებელი ნატალიას.

ლენუკა ყიფშიძის თქმით, მამამისი არასოდეს არავისზე გაყიდულა და იმ ადამიანებს, ვინც მსახიობს მსგავს რამეს აბრალებენ, ბრბოს უწოდებს.

- იმდენი ჩვენ 100 წელი ჯანმრთელობა, რაც მამაჩემი ოდესმე ვინმეზე გაიყიდოს. თქვენ მართლა ბრბო.

მეცოდებით მართლა, ვინც 1%-ით მაინც უშვებს, რომ ზურა რამის გამო გაიყიდოს. მართლაც აზრზე მოდით რა. სამარცხვინოები ხართ და ზუსტად თქვენ ხართ ის კატეგორია, რომელიც ფულის გამო ტრ...ს მისცემთ ყველას. ჯერ ზურამდე მოვიდეს ვინმე და გაბედეთ და პირში უთხარით რამე.

წაიკითხეთ ასევე: