ავტორი:

ექიმი საკონსულტაციო ოთახში პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებდა, მაშინ როცა პაციენტები გარეთ ელოდებოდნენ - სექს-დამოკიდებული მედიკოსის სკანდალური საქმე

ექიმი საკონსულტაციო ოთახში პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებდა, მაშინ როცა პაციენტები გარეთ ელოდებოდნენ - სექს-დამოკიდებული მედიკოსის სკანდალური საქმე

40 წლის ექიმი ტომ პლიმერი თავის საკონსულტაციო ოთახში პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებდა და საავადმყოფოს მედდას უგზავნიდა, მაშინ, როდესაც პაციენტები გარეთ ელოდებოდნენ. აღნიშნული ფაქტის გამო მის კარიერას დასასრული ემუქრება.

თავისი სექს-დამოკიდებულების შესახებ ექიმმა ერთ-ერთ კოლეგას, საავადმყოფოს მედდას გაანდო და დაახლოებით 5000 სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა. ერთ შეტყობინებაში ნათქვამია: „შემიძლია გითხრათ საიდუმლო? შენ ჩემი ფავორიტი ხარ."

სამედიცინო პრაქტიკოსთა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ექიმმა პლიმერმა სექსუალური ურთიერთობისთვის ორი ქალი სამუშაო საათებში საავადმყოფოში მიიყვანა. პლიმერმა ბოდიში მოუხადა თავის თანამშრომლებსა და პაციენტებს "ამაზრზენი" საქციელისთვის, განაცხადა, რომ "გამოჯანმრთელდა" მისი ხანგრძლივი პარტნიორის მხარდაჭერით და სამკურნალო მედიკამენტებსაც იღებს. იგი ადრეც იყო ბრალდებული სექსუალური ხასიათის დანაშაულში.

პლიმერი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არასოდეს გადალახავდა საზღვრებს პაციენტებთან. მისივე განმარტებით, პაციენტთან სექსი "კარიერის დასასრული" იქნებოდა. გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ პლიმერი დაკავებული იყო სექსუალური აქტივობით მაშინაც, როცა წესით საოპერაციოში უნდა ყოფილიყო.

წყარო: dailymail