ავტორი:

Vanilla Sky შიდა ფრენებს მაისის ბოლომდე განახორციელებს - რა ღირს ბილეთები

Vanilla Sky შიდა ფრენებს მაისის ბოლომდე განახორციელებს - რა ღირს ბილეთები

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა. ირკვევა, რომ იგეგმება მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატება. წინადადებების მიღება 2 მაისიდან იწყება.

საავიაციო სექტორის წარმომადგენლები "ბიზნესპრენიუსთან“ საუბარში აკრიტიკებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას შიდა ფრენების გაფართოების შესახებ და ამბობდნენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, შიდა ფრენებზე კი მგზავრები არ ჰყავთ.

"ბიზნესპრესნიუსს“ მკითხველები მომართავენ და აღნიშნავენ, რომ შიდა ფრენებზე ფასები მაღალია, ხოლო ბილეთების შეძენა კი შეფერხებით ხორციელდება.

"საქართველო პატარა ქვეყანაა და რეგულარული შიდა ფრენები, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, უპერსპექტივოა. აჯობებს ეს თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდეს“, - წერს "ბიზნესპრესნიუსის“ მკითხველი ჩვენს ვებ-გვერდზე.

"ბიზნესპრესნიური“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით შიდა ფრენები და როგორც ხორციელდება ბილეთების შეძენის პროცესი. შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში შიდა ფრენებს Vanilla Sky ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. განაგრძეთ კითხვა