ავტორი:

გერმანელები საწოლში ორი თვე გადაბმულად წოლით 18,000 ევროს გამომუშავებას შეძლებენ

გერმანელები საწოლში ორი თვე გადაბმულად წოლით 18,000 ევროს გამომუშავებას შეძლებენ

გერმანელები საწოლში ორი თვე გადაბმულად წოლით 18,000 ევროს გამომუშავებას შეძლებენ.

“ევროპულსის” ცნობით, ეს გერმანიის ავიაციისა და კოსმოსური ცენტრის მიერ კიოლნში ჩატარებული ექსპერიმენტის ნაწილია.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ გზით კოსმოსში ასტრონავტების პირობებს უფრო ზუსტად შეისწავლიან. საწოლის ბოლო 6 გრადუსით იქნება წამოწეული. ასეთი დახრით სხეულის ზედანახევარში მეტი, ფეხებში კი ნაკლები სითხე გროვდება. ქალაშიდა წნევა იზრდება, ხოლო კუნთოვანი და ძვლოვანი მასა მცირდება. შედეგად ადამიანს წონასწორობის გრძნობა ერღვევა და ის თითქოს კოსმოსში იმყოფება.

განაგრძეთ კითხვა