ავტორი:

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ - მედია

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ - მედია

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც თანამშრომლობდნენ Associated Press-თან და Reuters-თან. მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას "მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-თან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში.

ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გაბოვს, რომელიც, სასამართლოს პრესსამსახურისა და რუსული მედიის ინფორმაციით, Reuters-ის პროდიუსერია.

გაბოვს ბრალი ედება "ექსტრემისტულ საზოგადოებაში“ მონაწილეობა - ნავალნი "იუთუბის" არხისთვის ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.

გაბოვისა და კარელინის დაკავების შესახებ "რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.