ავტორი:

"დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან ჩამოყვანას, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად" - მდინარაძე ხელისუფლების აქციაზე

"დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან ჩამოყვანას, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად" - მდინარაძე ხელისუფლების აქციაზე

"დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებას მხოლოდ ის ადამიანები უნდა დაესწრონ, ვისაც ამის სურვილი აქვს.

მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში არეკლამებს თავის მოსაზრებებს, რათა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს.

"პირველი, იურიდიულ კომიტეტზე გარანტიას გაძლევთ, რომ არგუმენტი კვლავ წარმოდგენილი ვერ იქნება. იმიტომ, რომ ამდენი კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა, აქეთ რომ გვაბრალებენ რაღაცებს. დიახ, ჩვენც "ვბუსტავთ“ სოციალურ ქსელებში ჩვენს გარკვეულ საკითხებს, მოსაზრებებს. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ, რომ ვერ გადაფარონ, მაგალითად: კაპანაძის და კინწურაშვილის "ფაქტჩექერებმა“, რომლებიც თავად არიან შესამოწმებლები ტყუილზე. ყველა შემთხვევაში 10 -დან 9 ტყუილს იძახიან და {მათგან} ერთი მანიპულაციურია მათი შეფასებები. ამის გადასაფარად, დიახ, ჩვენც მაქსიმალური ინფორმირებას ვახდენთ ადამიანებისა. ამავდროულად, მეორე მხრიდან აბსოლუტური ისტერია, მაგალითად, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას. თუკი რაიმე გზა არსებობს ყველაფრით ცდილობენ, რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ. თუ კი რაიმე გზა არსებობს, ყველაფერს ცდილობენ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ.

შეუძლებელია გამჭვირვალობა რუსული იყოს და გაუმჭვირვალობა ევროპული იყოს, წარმოუდგენელია. ევროპას, ევროპელობას და ევროპულობას, ამ აღქმას ზოგადად თუ კი ვინმე აზიანებს ის ადამიანები არიან, რომელიც თავად ევროპარლამენტიდან და ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ "იცით რა, გამჭვირვალობა თუ იქნება, მაშინ ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ რაღაც სანქციებზე ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ვიქნებით“ და ამ დროს რეზოლუციაში გვიწერენ. რეზოლუციაში, რომელიც იმდენად გაუფასურდა, რომ მართლა აღარაფრის ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ წინა რეზოლუციები ვნახეთ, რომელიც სააკაშვილს აგებული იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, თუ კი ვინმე იტყვის, რომ "ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე - "მე ძალით წამომიყვანეს“, ეს დადგმული პროვოკაცია იქნება "ნაციონალური მოძრაობის“ , მათი ტელევიზიებისა და მდიდარი "ენჯეოების“ მიერ.

"გამჭვირვალობა რუსულია? ტრადიციული ღირებულებების დაცვა და უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? და ყველაფერს რუსულს? - თურმე გამჭვირვალობაა რუსული! ასეთი ლოგიკაა მათ მოქმედებაში. და ვინ აკეთებს ამ დროს მტრის საქმეს, ვინ აკეთებს ოკუპანტის საქმეს? - აქ ბოლოში, სწორ ანალიზს აკეთებს ქართველი ხალხი.

ქართველი ხალხი, რომელიც ხვალ თავისი სიტყვას იტყვის. იმიტომ, რომ ხვალ არ იქნება იქ დიდი ოჯახი და სანათესავო, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება. არ იქნება სოფელი, დაბა, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი იქ არ იქნება. აბულინგებენ, რა სიტყვებით ამ ხალხს მოიხსენიებენ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ასევე, საჯარო მოხელეებს მიმართავენ. სხვათა შორის რამდენი დავალებაც მე პირადად გავეცი, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია პარტიულ დავალებაზე გელაპარაკოთ. დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად, მაგრამ თუ კი ვინმე ამბობს, რომ ერთი ადამიანიც კი არ იქნება ვისაც არ უნდოდა (გარანტირებულად გეუბნებით) და "უთხრეს არა, შენ უნდა წამოხვიდე“. თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ თუ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და დასწრება არ უნდა, (არცერთ ადამიანს არა თუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არ დაუსვამენ რატომ არ მოდის შეკრებაზე) თუ ვინმეს არ უნდა, ხვალ იმ შეკრებაზე კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, საჯარო მოხელეებს. თუკი ვინმე იტყვის, რომ "მე ძალით წამომიყვანეს“, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს დადგმული პროვოკაცია იქნება "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ტელევიზიების. ასევე, მდიდარი "ენჯეოების“, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან“, - განაცხადა მდინარაძემ.