ავტორი:

დაპირისპირება დეპუტატებს შორის - კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა (ვიდეო)

დაპირისპირება დეპუტატებს შორის - კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა (ვიდეო)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.

დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.

"სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძეს და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.

საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს. მასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ 2 ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე გააძევა.

ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა ასევე დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს ლიკა საჯაიას.

იხილეთ ასევე: