ავტორი:

"ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე

"ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების“ ორგანიზებულ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.

დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.