"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ეს არ არის ვინმეს ალტერნატიული აქცია, ეს არის პროტესტი, რომელიც გრძელდება.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი, რადგან "საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".
აქციას ადგილობრივი შემსრულებლები კონცერტით უერთდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” „ძველი მეთოდების გამოყენებით“ რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს.
“ჩვენ არავის ვეჯიბრებით. ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანას და კონსტიტუციას პატივს სცემენ და მიისწრაფვიან ევროპისკენ, იციან კონსტიტუციის 78-ე მუხლი. როცა ამ კანონს მიიღებენ, ცხადია რუსული იქნება. ამ საჯარო მოხელეებს უამრავი პასუხისმგებლობა აქვთ, შესაბამისად, ეს ადამიანები ოქტომბერში პასუხს გასცემენ “ქართულ ოცნებას” აბუჩად აგდებისთვის. ჩრდილში დგომის დრო არ არის, ერთ გზაგასაყარია, სად გვინდა, რომ ვიყოთ! ბნელ საბჭოთა კავშირში თუ ევროპაში”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.