ავტორი:

'ქართული ოცნების“ ორგანიზებული "საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა

'ქართული ოცნების“ ორგანიზებული "საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

მიმართვისას მათი მთავარი გზავნილები იყო საქართველოს ევროპულ მომავალი, “მამული, ენა სარწმუნოება”, “ღირსებით ევროპისკენ”.

მმართველი გუნდის ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო.

დღევანდელ შეკრებას უერთდებოდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.