ავტორი:

კობახიძე თავდაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტსა და მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმა - "ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი"

კობახიძე თავდაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტსა და მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმა - "ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტი შეგნებულად არ მოიხსენია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო.

"ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართველ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის, ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე იხილეთ :

"დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო "ომის პარტიად“ - პრეზიდენტი

"იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა" - პრეზიდენტი