ავტორი:

"კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე -  ის ნათელ მესიჯს აგზავნის" - ანა ფოტიგა ივანიშვილზე

"კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე -  ის ნათელ მესიჯს აგზავნის" - ანა ფოტიგა ივანიშვილზე

გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით ივანიშვილი, "ნათელ მესიჯს" აგზავნის გეოპოლიტიკური გზის შესახებ.

“გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე. შეცდომაში შეყვანის 12 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ნათელ მესიჯს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური გზის შესახებ.

საბედნიეროდ, ცივილიზაციური არჩევნები საუკუნეების განმავლობაში ხალხის მიერ კეთდება. საქართველოს ადგილი ევროპაშია”, - წერს ფოტიგა.

წაიკითხეთ ასევე: