ავტორი:

"აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა" - გახარია

"აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა" - გახარია

აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა, - წერს “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე.

გახარიას თქმით, “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო.

“ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში”, - წერს გახარია.

წაიკითხეთ ასევე: