სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ კვლავ მოუწოდებენ. მათ პროტესტის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი მორიგ ჯერზე გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

"არ დავიშლებით, არ დავიღლებით, სანამ არ გაიწვევენ ამ კანონს. კი ევროპას, არა რუსეთს. არ გვეშინია" - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
არიან დაშავებულებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო, გაუმარჯოს საქართველოს“.
ადგილზე სიტუაცია დროდადრო იძაბება. სპეცრაზმელების მიერ წყლის ჭავლის გამოყენების საპასუხოდ, აქციის მონაწილეები მათ მიმართ წყლის ბოთლებს ისვრიან. არეულობების შედეგად, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა და მიმართა შს მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.
წაიკითხეთ ასევე: