ავტორი:

არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც - "საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ"

არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც - "საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ"

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ კლინიკასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი ჯანაშიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სოფო ჯაფარიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ, ახერხებდა, რომ სახე და თავი დაეფარა. გამოკვლევები ჩაუტარდება, რომ ნეკნების მოტეხილობა აქვს თუ არა, დადგინდეს", -აცხადებს ჯანაშია.

წაიკითხეთ ასევე: