ავტორი:

"მე არ განვეკუთვნები პარტიას, მოვედი ჩემი სინდისით... ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს ატეხილი, მინდა მივმართო, ყველას..." - მეუფე ზენონი აქციაზე მივიდა

"მე არ განვეკუთვნები პარტიას, მოვედი ჩემი სინდისით... ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს ატეხილი, მინდა მივმართო, ყველას..." - მეუფე ზენონი აქციაზე მივიდა

ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ამასთან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისულმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება.

"ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება. მე არ განვეკუთვნები პარტიას, მოვედი, როგორც მოქალაქე, მოვედი ჩემი სინდისით თქვენთან. ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს ატეხილი. მინდა ყველას ვთხოვო, ხელისუფლებას, მოქალაქეებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით აღარც სამშობლო იქნება" - განაცხადა მეუფე ზენონმა.

წაიკითხეთ ასევე: