ავტორი:

"ხაბეიშვილმა მითხრა, რომ მის ცემას უყურებდა გოგა მემანიშვილი - ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რაც ლევანმა არ გააკეთა, ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს" - გიორგი ვაშაძე

"ხაბეიშვილმა მითხრა, რომ მის ცემას უყურებდა  გოგა მემანიშვილი - ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რაც ლევანმა არ გააკეთა, ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს" - გიორგი ვაშაძე

ლევან ხაბეიშვილმა მითხრა, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მის ცემას პირადად ესწრებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა.

მისივე თქმით, ზუსტად არ იციან თუ ვინ მიიყვანა ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მიუხედავად მდგომარეობისა, ლევან ხაბეიშვილი მაინც ძალიან ენერგიულადაა.

"ვნახე ლევანი, ძალიან მხნედ არის, ბრძოლის ხასიათზეა. მისი უნარებიდან გამომდინარე, ვერანაირი თავდასხმა მას ვერ გააჩერებს. მეც ვთხოვე, რომ ამაღამ საავადმყოფოში დარჩენილიყო, რაც მან გაითვალისწინა. მისი მდგომარეობა მძიმეა. არა მხოლოდ ცხვირი აქვს გატეხილი, არამედ თვალზე და მთელ ტანზე დაზიანებები აქვს. მიუხედავად მდგომარეობისა, ძალიან ენერგიულია.

ნიღბიანმა ადამიანებმა შეათრიეს, სცემეს. ასევე, ლევანმა მითხრა, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ამ ყველაფერს ესწრებოდა. დანარჩენი თავდამსხმელები სპეცრაზმის ნიღბიანი თანამშრომლები იყვნენ. ერთხელ სცემეს, შემდეგ ბოდიშის მოხდა სთხოვეს, რაც ლევანმა, რა თქმა უნდა, არ გააკეთა. ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს. რაღაც მომენტში ხაბეიშვილმა გონება დაკარგა. უკვე ნაცემი მოიყვანეს კლინიკაში. კონკრეტულად ვინ მიიყვანა ის კლინიკაში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, ხაბეიშვილის ცემას ნიღბიანი პირები ტელეფონით იღებდნენ.