ავტორი:

რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რიაზანისა და ვორონეჟის ოლქებს თავს დრონებით დაესხნენ, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოლქების გუბერნატორები ავრცელებენ.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ადგილობრივების ცნობით, ქარხანაზე თავდასხმა ღამის სამ საათზე განხორციელდა.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ვორონეჟის ტერიტორიაზე 2 დრონი ჩამოაგდო.