დღეს მაღაზიათა ქსელმა "გორგიამ" სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რესპირატორების მარაგს ავსებდნენ და მომხმარებელს ელოდებოდნენ.
"ვავსებთ მარაგებს, გელოდებით უახლოეს საათებში", - აღნიშნული იყო გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის "ფეისბუქში" პოსტი აღარ იძებნება, თუმცა "ინსტაგრამზე" კვლავ გამოქვეყნებულია. პარალელურად, სოციალურ ქსელში კადრები, სადაც "გორგიაში" რიგია აღბეჭდილი. არსებული ინფორმაციით, რიგი სწორედ აირწინაღებზეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ დეპუტატი აღნიშნავს, რომ "ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ“.
"ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო! ეს პრასტიტუტკები“, - წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, "გორგიას“ ფეისბუქ გვერდზე დღეს შემდეგი შინაარსის შეთავაზება გავრცელდა: "ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე“.