ავტორი:

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"10:00 საათზე რუსებმა ბოგოდუხოვსკის რაიონში, ზოლოჩოვში, ავტომობილს და კერძო სახლს დაარტყეს. დაბომბვის შედეგად ავტომობილში მყოფი ორი პირი დაიღუპა“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბიჭი.