ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ არჩევნებზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს: ევროპა თუ რუსეთი.
„ეს კანონი სიმბოლოა, რეალურად კი არსებობს არჩევანი, გადაწყვეტილება, ეგზისტენციალური არჩევანი, რომელი საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევნების დროს: ევროპა თუ რუსეთი. რაც არ მიიღება საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მიერ არის ის, რაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ორი დღის წინ - გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, არიან მტრები, არიან აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: