ავტორი:

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს - რა ხდება ამ დროისთვის პარლამენტთან?

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს - რა ხდება ამ დროისთვის პარლამენტთან?

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

პარლამენტთან არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ასევე, გზაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს, მათ შორის, “საქართველო ევროპაში”, “არა რუსულ კანონს”.

პარლამენტის შენობის როგორც ეზოში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია პოლიცია.