ავტორი:

გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია - მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია - მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

გმირთა მოედანზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფება, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნას ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!"

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.