ავტორი:

აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან მივიდა - მათ კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ "ზრდილობა ისწავლოს“

აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიასთან მივიდა - მათ კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ "ზრდილობა ისწავლოს“

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეების ნაწილი მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის უწყებასთან მივიდნენ, დღეს მომხდარი ფაქტია, როდესაც კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დემონსტრანტების თქმით, მერიასთან მისვლით კახა კალაძისთვის იმის თქმა სურთ, რომ "ზრდილობა ისწავლოს“.

ამ დროისთვის ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც მერიის შენობა მდებარეობს, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.