ავტორი:

ახალგაზრდებმა ქაშვეთის ტაძართან ილოცეს - რა ვითარებაა ამ წუთში რუსთაველის გამზირზე : ფოტოები საპროტესტო აქციიდან

ახალგაზრდებმა ქაშვეთის ტაძართან ილოცეს - რა ვითარებაა ამ წუთში რუსთაველის გამზირზე : ფოტოები საპროტესტო აქციიდან

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს. ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს ხმაურის და სკანდირების გარეშე აენთოთ სანთლები.

ქაშვეთის ეკლესიის ეზოში შეკრებილებს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.