ავტორი:

"მიხარია, რომ ჩემს გუშინდელ პოსტს აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეუყვანია და იქ ულოციათ" - ნინო წილოსანი

"მიხარია, რომ ჩემს გუშინდელ პოსტს აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეუყვანია და იქ ულოციათ" - ნინო წილოსანი

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი გუშინ, ქაშვეთთან ჩატარებული აქციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ეკლესიასთან მისვლა მისი პოსტის დამსახურებაცაა.

"ბევრი "მთაგავს" და მიხარია, რომ ჩემს გუშინდელ პოსტს აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეუყვანია და იქ ულოციათ, მადლობა ღმერთს" - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, გუშინ დეპუტატის მისამართით კამპანია წამოიწყეს. მოქალაქეები მას 30 თეთრს ურიცხავენ, დანიშნულებაში კი უთითებენ ფრაზას - "ქვეყნის გაყიდვისთვის".

"ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან. თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება" - დაწერა წილოსანმა მოქალაქეების საპასუხოდ.

წაიკითხეთ ასევე: