ავტორი:

"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ

"ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა..." - ახალი დეტალებს "ტიტანის" ჩაძირვის საქმეში: მკვლევარები აფეთქების ახალ მიზეზებზე საუბრობენ

ახალი მოხსენების თანახმად, მკვლევარებმა წყალქვეშა ნავის "ტიტანის" განადგურების ახალი მიზეზები გამოიკვლიეს. კვლევების თანახმად, ყველაფერი მასალის მცირე ნაკლოვანებების გამო მოხდა - კერძოდ, საუბარია ნავის თხელ კედლებზე.

  • მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში, კვლევის ლიდერმა და სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორმა, რობერტო ბალარინიმ თქვა, რომ მასალა, რომლებიც გამოყენებული იყო ტიტანის ქვედა ნაწილის კორპუსის შესაქმნელად, შეიძლება მისი აფეთქების მიზეზი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, მვლევარებმა "ტიტანის" შესწავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაათვალიერეს მსგავსი ფორმისა და მასალის გემები. მცირე ნაკლოვანებები, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ინტენსიური წნევის ქვეშ ნავს აფეთქების რისკის წინაშე აყენებს. ახლა, როცა "ტიტანი" მთლიანად განადგურებულია, მკვლევარები, სავარაუდოდ, ვერასოდეს დაადგენენ იმ ხარვეზის ზუსტ ადგილს, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მოვლენა.

მანამდე ექსპერტები "ტიტანის" გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობდნენ. მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვას, ელექტრულ გაუმართაობას, კორპუსის გახეთქვას, ან არახელსაყრელი ამინდის გამო მის დაზიანებას.

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი ვარაუდობს, რომ "ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ მან წყლის წნევას ვერ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ "ტიტანის" კომპოზიტური კორპუსი აგებულია იმისთვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ ღრმა ზღვის წნევას, მისი კონსტრუქციის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მთლიანობას - ამ შემთხვევაში არსებობს აფეთქების რისკი“. უილიამსი ასევე ამბობს, რომ პოტენციურად, ელექტრული მოკლე ჩართვის გამო, შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო.

"ტიტანმა" თავის დამხმარე ნავთან კომუნიკაცია 2023 წლის 18 ივნისს დაკარგა. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

წყარო: dailymail