ავტორი:

"არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით გერმანიაში მცხოვრები ქართველები ფრანკფურტში აქციას მართავენ

"არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით გერმანიაში მცხოვრები ქართველები ფრანკფურტში აქციას მართავენ

ამ წუთებში გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით ფრანკფურტსა და მის მიმდებარედ მცხოვრები ქართველები, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ.

ამ სახის საპროტესტო აქციები ქართველების მონაწილეობით გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.