ავტორი:

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 78-მდე გაიზარდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულია 115 000-ზე მეტი ადამიანი.

პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რიო გრანდე-დუ სულში ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.