ავტორი:

უმძიმესი კადრები აშშ-დან -  26 წლის მამაკაცმა მღვდელს ქადაგების დროს ესროლა

უმძიმესი კადრები აშშ-დან -  26 წლის მამაკაცმა მღვდელს ქადაგების დროს ესროლა

აშშ-ში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც კვირას, ქადაგების დროს, მღვდელ გლენ გერმანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დანაშაულის ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი 26 წლის ბერნარდ პოლიტია, იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მან მოგვიანებით გამომძიებლებს განუცხადა, რომ ამის გაკეთება "სულებმა" აიძულეს.

"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ გადავრჩი. ვქადაგებდი, როცა დავინახე, რომ პოლიტი მომიახლოვდა და გამიღიმა. მაშინვე იარაღი დამიმიზნა და გაისროლა. ერთადერთი, რაც იმ წუთებში მომაფიქრდა, გაქცევა იყო. მოგვიანებით ბოდიში მომიხადა. რა თქმა უნდა, ვაპატიე და ვუთხარი, რომ მიყვარს", - განაცხადა მღვდელმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

მანამდე ბერნერდ პოლიტის საცხოვრებელ სახლში 56 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი დერეკ პოლიტია. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილი ბერნარდია.