ავტორი:

მსაჯი ნანობს და მიქაუტაძისთვის წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს - რა მოხდა "რენთან" დაპირისპირებისას?

მსაჯი ნანობს და მიქაუტაძისთვის წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს - რა მოხდა "რენთან" დაპირისპირებისას?

5 მაისს, "რენთან" მატჩში "მეცის" ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ფრანგულ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ ქართველთან შეჯახება აშკარად გააფორმა და შედეგსაც მიაღწია, რადგან ფიფას მსაჯმა რუდი ბუკემ ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"მეცმა" სადისციპლინო კომიტეტს გიორგის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

Direct FM-ის ცნობით, მსაჯმა რუდი ბუკემ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც გიორგი მიქაუტაძე გააძევა.

ფიფას არბიტრმა სადისციპლინო კომიტეტს წერილობითი ფორმით მიმართა და ქართველისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი დღეს, 7 მაისს იმსჯელებს.

ალბათ, გიორგის წითელ ბარათს გაუუქმებენ და ის 12 მაისს "სტრასბურგთან" და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

იხილეთ ასევე: