ავტორი:

ვინ არის კიბერ კრიმინალი დიმიტრი ხოროშევი, რომელზეც ამერიკამ სანქციები დააწესა - აშშ 10-მილიონიან ჯილდოს აწესებს სხვა დამნაშავეებზე ინფორმაციის სანაცვლოდ

ვინ არის კიბერ კრიმინალი დიმიტრი ხოროშევი, რომელზეც ამერიკამ სანქციები დააწესა - აშშ 10-მილიონიან ჯილდოს აწესებს სხვა დამნაშავეებზე ინფორმაციის სანაცვლოდ

ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოძალვის პროგრამის LockBit-ის ლიდერზე, რუსეთის მოქალაქეზე დიმიტრი ხოროშევზე, აშშ-მა სანქციები დააწესა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 10 მილიონს გადაიხდის ინფორმაციისთვის, რომელიც მათ მიიყვანს ჯგუფის სხვა ლიდერების იდენტიფიცირებებამდე და ადგილსამყოფლამდე - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

"გადაწყვეტილება, რომ ხოროშევს დაედოს სანქციები, მკაფიო გზავნილია იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მთელ მსოფლიოში, მზად არიან გაანადგურონ გამოძალვის პროგრამების სისტემა, მათ შორის ამ პროგრამების მიღმა მდგომ პირთა ვინაობის გამოვლენის გზით“, - განაცხადა სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.

მისივე თქმით, რუსეთი გახდა თავშესაფარი კიბერკრიმინალებისთვის, საიდანაც მათ შეუძლიათ ეს პროგრამები გამოიყენონ ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ.