ავტორი:

"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)

"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)

წელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს შვედეთი მასპინძლობს. დღევანდელი დღე ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სცენაზე ჩვენი კონკურსანტი წარდგა.

საქართველო ნუცა ბუზალაძემ წარადგინა სიმღერით "Firefighter". საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ნომერიც შესთავაზა მაყურებელს. ნუცამ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. "მიყვარხარ საქართველო" - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველმა კონკურსანტმა გამოსვლა.

ნუცას ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო. 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნუცამ შეძლო ჩვენი ქვეყანა ფინალში გაეყვანა.

ფინალში გადავიდნენ: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, საქართველო, სომხეთი

ცნობისთვის, სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.

  • შეგახსენებთ, საქართველო წელს "ევროვიზიის“კონკურსის მოსაგებად მეთექვსმეტედ ბრძოლობს. უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
  • შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში 2017 წელსაც მონაწილეობდა. მომღერალმა მაშინ მე-2 ადგილი დაიკავა.
  • წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იანვარში, პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.

ნახეთ ვიდეო: ნუცას შთამბეჭდავი გამოსვლა