ავტორი:

ჰეილი და ჯასტინ ბიბერები პირველი შვილის მოლოდინში - ორსული ჰეილის ულამაზესი ფოტოები

ჰეილი და ჯასტინ ბიბერები პირველი შვილის მოლოდინში - ორსული ჰეილის ულამაზესი ფოტოები

ვარსკვლავური წყვილი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები პირველ შვილს ელოდებიან. მათ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ფეხმძიმე ჰეილი ჩანს.

ყვითელი პრესა დიდი ხანია წერდა ჰეილის ორსულობის შესახებ, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. როგორც ცნობილია, მოდელი ექვსი თვის ორსულია.

  • ჯატინ და ჰეილი ბიბერები

მომღერალი ჯასტინ ბიბერი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობდა, ხვდებოდა მომღერალ სელენა გომესს, მათ უამრავი თაყვანისმცემელი გულშემატკივრობდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ჯასტინმა კი ჰეილი ბიბერთან დაიწყო ურთიერთობა.

"მასთან ყოფნაზე არასდროს მიფიქრია, ის უბრალოდ საყვარელი ადამიანი იყო ჩემთვის. ყველა გოგო მასზე იყო შეყვარებული", - ამბობდა ჰეილი ბიბერი მოგვიანებით ჯასტინის შესახებ.

წყვილი 2018 წელს ნიუ-იორკში დაქორწინდა.