ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში? - პარიზული კლუბისთვის პრიორიტეტული "კვარას" შეძენაა: რას წერს ფრანგული მედია

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში? - პარიზული კლუბისთვის პრიორიტეტული "კვარას" შეძენაა: რას წერს ფრანგული მედია

პსჟ უკვე კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს - გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე პრიორიტეტს ხვიჩა კვარაცხელიას ანიჭებს.

როგორც ცნობილია, გუნდის მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

როგორც RMC Sport წერს, მბაპეს შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი 23 წლის ქართველი შემტევია. თუმცა, ძნელი სათქმელია, დათანხმდება თუ არა "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას გაშვებას.

როგორც ცნობილია, კვარაცხელიას გარემოცვასა და პსჟ-ის ხელმძღვანელებს შორის ბოლო კვირებში უკვე გაიმართა დისკუსია, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. უცნობია "ნაპოლის" დამოკიდებულებაც ამ საკითხთან დაკავშირებით, გასულ ზაფხულს, კლუბმა არ დათმო ვიქტორ ოსიმენი. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, ნიგერიელი თავდამსხმელი საბოლოოდ "ნაპოლიში" დარჩა. წყარო