ავტორი:

როდემდე შენარჩუნდება წვიმა ძლიერი ქარი და მთაში თოვლი - ამინდის პროგნოზი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

როდემდე შენარჩუნდება წვიმა ძლიერი ქარი და მთაში თოვლი - ამინდის პროგნოზი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია ინფორმაციაში.