"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო გამოსვლები უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. სადავო კანონპროექტი დღეს გერმანიის დედაქალაქში გააპროტესტეს.
ბერლინში უამრავი ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა. ქართველებთან ერთად აქციაზე გერმანელებიც იმყოფებოდნენ.
ისინი ქართულ და გერმანულ ენაზე სკანდირებდნენ: "საქართველო! არა რუსულ კანონს!".
კადრებს ადგილიდან ჟურნალისტი ნინო ბიძინაშვილი ავრცელებს და წერს:
"ჩვენი მარში ბერლინში... მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, ამდენი ადამიანი თუ გამოვიდოდა... ჩვენი მომავალი ევროპაშია" - წერს ქართველი ჟურნალისტი.