"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!“, „სად მივდივართ? - ევროპაში".
მარჯანიშვილის მოედანზე მისული მოქალაქეები ევროპის მოედანზე მსვლელობით მიემართებიან. . მარჯანიშვილი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ასევე კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ მეტრო 300 არაგველთან და ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან.
მარშის მონაწილეებმა 300 არაგველთან გზა გადაკეტეს. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე 18:00 საათიდან შეიკრიბნენ. აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ასევე, მეტრო 300 არაგველზე შეკრებილებს შეუერთდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები.

ევროპის მოედნისკენ მიემართებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქტივისტებიც:
აქციის მონაწილეები „არა რუსულ კანონს“, „საქართველოს გაუმარჯოს“ სკანდირებენ. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში" - ასე ჰქვია აღნიშნულ მსვლელობას, რომელსაც მოქალაქეები თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან.
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.