არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი.
"მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე "მაიდნებზე“ უკრაინაში, ვიდრე "ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და "ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა.
გაუმარჯოს ერთობას!
არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”, - წერს სააკაშვილი.