ავტორი:

"მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ" - გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები უკვე პარლამენტში არიან

"მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ" - გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები უკვე პარლამენტში არიან

"უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები], სიმართლე ყოფილა", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში უკვე იმყოფებიან.

  • ვაშაძის თქმით, "ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან".

"მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ - ახალგაზრდები ამბობენ, რომ გავუნაწილებთო. ყველა ამას ამბობს, რომ შიგნით არიან [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები] და ხომ ვნახავთ? უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე, ალბათ, სიმართლე ყოფილა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

  • როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, "მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს“.

"ეს კანონი ყველა მისი მუხლით არის რუსული და მას შერბილება და შელამაზება არ უშველის. ამიტომ მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, ნახავთ, რომ ის სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს. კონსტიტუციაზე წინ დააყენეს საკუთარი თავი. არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეგეც და ყველა“, - აღნიშნა ვაშაძემ.