სამართალდამცავებმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მყოფი აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს.
პოლიციელებმა აღნიშნული პირები ჭიჭინაძის ქუჩაზე, შეძახილების, მათ შორის, „მონებოს“ გამო დააკავეს.
ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია რამდენიმე წუთის წინაც დაიძაბა და მაშინაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. დაკავების საპასუხოდ მოქალაქეებმა მათ სხვადასხვა ნივთები ესროლეს.
ინციდენტი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილებს მოჰყვა.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების მისამართით, რომლებიც პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ, სკანდირებენ: "მონებო", "რუსებო".
წაიკითხეთ ასევე: