კომპანია ,,ჰასი საქართველო’’ (პირვანდელი სახელწოდება ,,კი-კი’’) 2018 წელს დაარსდა დაემსახურება, როგორც კერძო პირებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორისსამშენებლო და ივენთ კომპანიებს. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელი მაღალიხარისხის ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინვენტარით. ,,ჰასისაქართველოსთან’’ თანამშრომლობით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გახადონთავიანთი სამშენებლო უბანი ან/და ნებისმიერი ხალხმრავალი სივრცე უფრო უსაფრთხო დაკომფორტული.
კომპანიამ ბაზარზე თავის დამკვიდრება უმაღლესი ხარისხის პორტაბელური ბიოტუალეტებისა და ხელსაბანების გაქირავებითა და მასთან დაკავშირებული შესაბამისიმაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით დაიწყო.

რამდენიმე ათეული წელია მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ბიო ტუალეტები ფართოდ გამოიყენება მრავალფეროვანი საჭიროებებისთვის: სამშენებლო დაინფრასტრუქტურული ობიექტები, კულტურული ღონისძიებები, ავტოსადგომები,ბლოკპოსტები, აეროპორტები და ღია სივრცეებისთვის განკუთვნილ ხალხმრავალიადგილები. მსგავსი ტიპის პროდუქტები და მომსახურება ბოლო ათეული წელია რაცგამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო როგორც შრომისუსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა რეგულაციების გამკაცრებამ და მათ დასავლურსტანდარტებთან დაახლოებამ, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებამაც.
უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ბიო ტუალეტებმა შეძლესთავის დამკვიდრება როგორც იმ პროდუქტებმა, რომლებიც აუცილებელია, როგორცჰიგიენური ნორმების დაცვის, ასევე უსაფრთხოებისა და საზედამხედველო მოთხოვნებისთვალსაზრისით.
დღეისათვის, "ჰასი საქართველომ" შეძლო მომსახურების სფეროს გაფართოვება და ამ ეტაპზე მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო ობიექტებისთვის და ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის ფართო სპექტრსა და მომსახურებას სთავაზობს:

ჩვენი ინვენტარის ქირაობის ან ყიდვისას კომპანია ,,ჰასი საქართველო’’ უზრუნველყოფსპროდუქციის ადგილზე ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. ბიო ტუალეტების ქირავნობისშემთხვევაში კი მომხმარებელი მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას - ასინიზაციას,წნევით რეცხვას, ბიოქიმიითა და ჰიგიენური საშალებებით მომარაგებას.
კომპანია ,,ჰასი საქართველო’’ მრავალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის განუყოფელი ნაწილი იყო და არის. ჩვენ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, როგორც სამშენებლო უბნების ხარისხიანი მომსახურებით, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთანაა შესაბამისობაში, ასევე მრავალი სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიება გავხადეთ ადამიანებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული.
ბიზნეს ინტერესების გარდა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროდუქტებისგამოყენების ფართოდ გავრცელებას შეუწყოს ხელი ქართულ ბაზარზე, რაცუზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული სტანდარტის მომსახურებისა და შესაბამისისამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში.
R