ავტორი:

1-2 ივნისს  "წისქვილი ჯგუფის" ორგანიზებით მეიდანზე "ქართული კუთხეების ფესტივალი 2024" გაიმართება

1-2 ივნისს  "წისქვილი ჯგუფის" ორგანიზებით მეიდანზე "ქართული კუთხეების ფესტივალი 2024" გაიმართება

„წისქვილი ჯგუფი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელია, რომელიც გამოირჩევა მუდმივი განვითარებით და სიახლეების დანერგვით, არა მარტო გასტრონომიული, არამედ კულტურული და სახელოვნებო კუთხითაც.

2023 წელს, “წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა ,,ქართული კუთხეების ფესტივალს“,

რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 1-2 ივნისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება.

ვმასპინძლობთ იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭა. ისინი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს წამყვანი ღვინის კომპანიები და ასევე მცირე მარნები.

გაიმართება დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ასევე ღონისძიებას უერთდება ღვინის მუზეუმი, ფესტივალის სტუმრებისთვის ორი დღის განმავლობაში უფასო იქნება მუზეუმში ვიზიტი.

ასევე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომლის შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ.

„ქართული კუთხეების ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც 10 მეწარმე ქალი ერთვება ფესტივალში.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა, სადაც შეძლებენ თავი შეიქციონ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღეებს გპირდებათ.

დასწრება თავისუფალია! მის: სიონის ქუჩა #1

პროგრამა:

1 ივნისი

▪ 13:00 - ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია

▪ 14:00 - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,, ნაი-ნაი”; აკაკი ვასაძის ფოლკლორული ანსამბლი; ზ.ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგთა ანსამბლი; ა. ვასაძის ფოლკლორის სასწავლებლის ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქუთაისის მუნუციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,, ბერმუხა”; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი;

▪ 15:30 - სამცხე-ჯავახეთი / ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მესხეთის უნივერსიტეტი'', ,,ლომსია''.

▪ 16:30 - სვანეთი / ანსამბლი ,,რიჰო“.

▪ 12:00 – 20:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

2 ივნისი

▪ 12:00 - ფესტივალის გახსნა

▪ 14:00 - რაჭა/ შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი ,,რაჭა'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ორბა''.

▪ 15:30 - გურია/ ფოლკ-ბენდი ,,ნართი'' .

▪ 16:30 - სამეგრელო/ ანსამბლები ,,მუსიკელი'', ,,კოლხური ტრიო'', ,,გოგალაი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“.

▪ 12:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

*ფესტივალის პარტნიორი მუნიციპალიტეტები:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი.

ორგანიზატორები: წისქვილი ჯგუფი, მეიდან ჯგუფი.

დეტალური ინფორმაციისთვის: 558 598 598

*ფესტივალის პარტნიორი მუნიციპალიტეტები:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი.

ორგანიზატორები: წისქვილი ჯგუფი, მეიდან ჯგუფი.

დეტალური ინფორმაციისთვის: 558 598 598

R