ე.წ. აგენტების კანონპროექტის აქციის მონაწილე გურამ ადამია, რომელსაც საპოლიციო ძალებმა სასტიკად სცემეს, სოციალურ ქსელ X-ზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც მიღებული დაზიანებები ჩანს.
მისი დაზიანებები ისეთი იყო, რომ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, გურამ ადამიაზე სამართალდამცავებმა ძალადობა დაკავების მომენტიდან დაიწყეს.
"მრავლობითი დაზიანება აქვს, თვალის მიდამოებში დიდი ჭრილობა აღენიშნება, ასევე დაზიანებები აქვს კისრის მიდამოშიც. მას სპეცრაზმის თანამშრომლები ურტყამდნენ, წაქცეულზე სხვადასხვა პოლიციელებმა ფეხზე გადაუარეს. ეს ადამიანი უკანონოდ დააკავეს“, - აცხადებს ტყეშელაძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან "უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა 13 მაისს, გამთენიისას რამდენიმე პირი დააკავეს. მათგან ნაწილი დიღმის, ნაწილი კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულებს ამ წუთებში უფლებადამცველები ხვდებიან.