ავტორი:

"ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

"ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

"ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. კერძოდ, შსს-ს თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ.

  • შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს.