ავტორი:

"ერთ დაკვირვებაზე მოგიყვებით, პოლიციელებთან მივედით და ხუმრობით ვეკითხებოდით, დაშლა როდის გვიწევსო... სახე მოერღვათ" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

"ერთ დაკვირვებაზე მოგიყვებით, პოლიციელებთან მივედით და ხუმრობით ვეკითხებოდით, დაშლა როდის გვიწევსო... სახე მოერღვათ" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

ყოფილი პოლიტიკოსი და პარლამენტარი მარიამ საჯაია ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ესწრება. საჯაია ფიქრობს, რომ პოლიციელები, რომლებიც აქციაზე დგანან არ მოსწონთ არსებული მთავრობა...

მარიამ საჯაია:

- ერთ დაკვირვებაზე მოგიყვებით. პოლიციელებთან მივედით ამას წინათ და ნახევრად ხუმრობით ვეკითხებოდით, დაშლა როდის გვიწევსო. სახე მოერღვათ, თან იუკადრისეს, ეგრე რატომ გვეუბნებითო, თან თავს იმართლებდნენ, ტყუილად ხომ არ ვშვრებითო. მოკლედ აიჭრნენ. შინაგან დისონანს ვკიდე ეგრევე თვალი. პოლიციელებს არ მოსწონთ ეს მთავრობა;

არ აქვთ მათთან ერთიანობის განცდა. იციან, რომ მხოლოდ დავალებას ასრულებენ, ეგეც პოლიციის მუნდირის ღირსებას რომ ეძახიან, მაგის გამო. იმის დავალების შესრულება, ვინც არ მოგწონს, იწვევს შინაგან დაპირისპირებას. ეს ბადებს აგრესიას.ზემდგომნი რიგითების ამ აგრესიას მომართავენ ისევ ჩვენკენ. მერე ესენი გვიჭერენ და უფრო მეტნი გამოვდივართ. გვირტყამენ, გამოვდივართ და ვცეკვავთ. გვშლიან და ისევ ვიკრიბებით. და ამით უფრო და უფრო დიდია დისონანსი და უფსკრული პოლიციელის ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. თან ფიზიკურადაც დაიღალნენ, ამ ნერვების დაწყვეტასთან ერთად.

და აი ამ ყველაფრის ფონზე სულ, სულ ცოტა უკლიათ დიდი ხარვეზი-ერორი-მოკლე ჩართვა დაემართოთ ცნობიერებაში! იმ ერორზე მაქვს საუბარი, როცა თავის თავს ეტყვის რომ ამ ყველაფრის დედაც! არაფერი არ უღირს ამად! ანუ გონების განათება და გასხივოსნება ელით წინ ჩვენი მხრივ, ჩვენ მათ ვეხმარებით ამ ყველაფერში და კიდევ უფრო დავეხმარებით, თუ ვაჩვენებთ ორგანიზებულობას, რეალურ ძალას და მათ მომავალს ჩვენთან ერთად არ გავჩერდეთ.

წაიკითხეთ ასევე: